пятница, 24 октября 2014 г.

რეფლექსია მეცხრე დღე

კარგი წინსვლა არის ჩემს პროფესიულ კარიერაში, ისტ-ის გარეშე უკვე ვერც კი წარმომიდგენია პროექტის ჩატარება. თან რამდენი სიახლე ელოდებათ ჩემს მოსწავლეებს :) 
მადლობა, მართლა!

воскресенье, 19 октября 2014 г.

რეფლექსია მერვე დღე

რთული დავალებები დამრჩა შესასრულებელი ჩეკლისტები და შეფასების რუბრიკები!!!
უამრავი სიახლეები დღესაც, დამხმარე რესურსების ზღვა!

суббота, 18 октября 2014 г.

რეფლექსია მეშვიდე დღე

ახლა გადავხედე წინა რეფლექსიის ჩანაწერს და ტესტი ვფიქრობ პროექტის თანმდევი კი არა პროექტის დაწყებამდე იქნება უკეთესი, მაგალითად რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები; 
ყველა სიახლე მინდა ჩემს პროექტში: ონლაიგამოკითხვა, პრეზენტაციაზე ახალი პრეზენტაციის მიბმა. სილაბუსი, ჩეკლისტი- რომელიც გაუადვილებს მოსწავლეებს მუშაობას.

суббота, 11 октября 2014 г.

რეფლექსია მეხუთე დღე

სულ მაინტერესებდა როგორ კეთდებოდა ტესტი, სახალოსოა და ძალიან საჭირო! დიდი მადლობა! ჩემი აზრით ესეთი ტიპის ტესტი ზედაპირული კონტროლისთვისაა ზედგამოჭრილი!!!! ალბათ უფრო მუშაობის თანმდევი იქნება, ვიდრე საბოოლოო შემაჯამებლისთვის!

воскресенье, 28 сентября 2014 г.

რეფლექსია მეოთხე დღე

დღეს გამოვაქვეყნეთ პროექტის პორტფოლიოები ბლოგზე, ბევრი ვიმსჯელეთ ინდივიდუალურად პროექტის გეგმაზე. მე პროექტის მიზანი გამიჭირდა გამემიჯნა.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე


https://drive.google.com/folderview?id=0B1fOZYsL2k14WU1XVFltR0hnSTQ&usp=sharing

суббота, 27 сентября 2014 г.

რეფლექსია მესამე დღე

GOOGLE-my drive-მაგარია!!!!! თურმე შესაძლებელია ყველაფერი შექმნა ინტერნეტ სივრცეში პროგრამების გარეშე, თან იქვე შეინახო, ჩემი აზრით ასე უფრო დაცულად შეინახება და ნებისმიერი ნაშრომის დაკარგვის შიშიც არ გექნება.(არც სახლში დაგრჩება)

ტრენინგის მეორე ნახევარში რთულ თემებს შევეჭიდეთ, რომ არა ტრენერი ბატონი დავით ჯანიაშვილი ვერაფერს შევძლებდი, ახლა გასაგებია, მაგალითად მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, XXI საუკუნის გამოწვევები რას მოიცავს და იმედს ვიქონიებ ხვალ ამ კუთხით დავალების განხილვის დროს შენიშვნას არ მივიღებ.

p.s. დავამატებ არ ვიცოდი რა დანიშნულება ჰქონდა pdf-ს, ინახავს და არ ამახინჯებს ბუკლეტს, პრეზენტაციას და ა.შ. ძალიან საჭიროა!!!