GOOGLE-my drive-მაგარია!!!!! თურმე შესაძლებელია ყველაფერი შექმნა ინტერნეტ სივრცეში პროგრამების გარეშე, თან იქვე შეინახო, ჩემი აზრით ასე უფრო დაცულად შეინახება და ნებისმიერი ნაშრომის დაკარგვის შიშიც არ გექნება.(არც სახლში დაგრჩება)
ტრენინგის მეორე ნახევარში რთულ თემებს შევეჭიდეთ, რომ არა ტრენერი ბატონი დავით ჯანიაშვილი ვერაფერს შევძლებდი, ახლა გასაგებია, მაგალითად მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, XXI საუკუნის გამოწვევები რას მოიცავს და იმედს ვიქონიებ ხვალ ამ კუთხით დავალების განხილვის დროს შენიშვნას არ მივიღებ.
p.s. დავამატებ არ ვიცოდი რა დანიშნულება ჰქონდა pdf-ს, ინახავს და არ ამახინჯებს ბუკლეტს, პრეზენტაციას და ა.შ. ძალიან საჭიროა!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий