воскресенье, 28 сентября 2014 г.

რეფლექსია მეოთხე დღე

დღეს გამოვაქვეყნეთ პროექტის პორტფოლიოები ბლოგზე, ბევრი ვიმსჯელეთ ინდივიდუალურად პროექტის გეგმაზე. მე პროექტის მიზანი გამიჭირდა გამემიჯნა.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე


https://drive.google.com/folderview?id=0B1fOZYsL2k14WU1XVFltR0hnSTQ&usp=sharing

суббота, 27 сентября 2014 г.

რეფლექსია მესამე დღე

GOOGLE-my drive-მაგარია!!!!! თურმე შესაძლებელია ყველაფერი შექმნა ინტერნეტ სივრცეში პროგრამების გარეშე, თან იქვე შეინახო, ჩემი აზრით ასე უფრო დაცულად შეინახება და ნებისმიერი ნაშრომის დაკარგვის შიშიც არ გექნება.(არც სახლში დაგრჩება)

ტრენინგის მეორე ნახევარში რთულ თემებს შევეჭიდეთ, რომ არა ტრენერი ბატონი დავით ჯანიაშვილი ვერაფერს შევძლებდი, ახლა გასაგებია, მაგალითად მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, XXI საუკუნის გამოწვევები რას მოიცავს და იმედს ვიქონიებ ხვალ ამ კუთხით დავალების განხილვის დროს შენიშვნას არ მივიღებ.

p.s. დავამატებ არ ვიცოდი რა დანიშნულება ჰქონდა pdf-ს, ინახავს და არ ამახინჯებს ბუკლეტს, პრეზენტაციას და ა.შ. ძალიან საჭიროა!!!

воскресенье, 21 сентября 2014 г.

რეფლექსიის მეორე დღე

ბუკლეტი- საინტერესოა!!!  ეს სიახლე ერთი სული მაქვს გავუზიარო მოსწავლეებს, ვასწავლო დამზადება. ეს ჩემს პროექტის გეგმაში არ იყო. ვფიქრობ რა სახით დავამატო გეგმას. იდეები შესაძლოა კარგი მომაწოდონ.
როგორც ჩანს ჩემი პროექტი ტრნინგების შესაბამისად შეიცვლება!

суббота, 20 сентября 2014 г.

რეფლექსიის პირველი დღე

მოხარული ვარ ახალი ტრენინგის, ვფიქრობ შრომატევადი იქნება მომდევნო 8 დღე და ამასთან საინტერესო.
დიდი სურვილი მაქვს ჩემი სასწავლო პროექტის პორტფოლიო თავისი გეგმით და რესურსებით იყოს ერთ-ერთი საუკეთესო.